ნიკოლა სტერჯენი: შოტლანდიამ ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, შოტლანდიის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ევროკავშირში დარჩენის მომხრეა.

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, შოტლანდიამ ევროკავშირიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა.

ინფორმაციას ბრიტანული მედია The Telegraph ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები იფიციალურად არ გამოქვეყნებულია, რეფერენდუმმა აჩვენა, რომ შოტლანდიის მოსახლეობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს”, – აღნიშნა პირველმა მინისტრმა.

ცნობისთვის, რეფერენდუმში, შოტლანდიის მოსახლეობის 67,2%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, შოტლანდიაში, კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდა – მოსახლეობის 55%-მა დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას და დამოუკიდებლობას მხარი არ დაუჭირა.

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52% –მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის დატოვების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ჰოლანდიაშიც მოითხოვენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს