ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა რუსი დიპლომატები გააძევოს

ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რუსი დიპლომატები გააძევოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი თანხმდება, რომ დიდი ალბათობით, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუს დიპლომატებს გააძევებენ, არიან – გერმანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია.

ამასთან, დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთს ევროკავშირის ელჩიც დატოვებს.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს.

რამდენიმე კვირის წინ, მომხდარის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტი გაწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელების უმეტესობა ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს