ამერიკელების უმეტესობა ტრამპი-კიმ ჩენ ინის შეხვედრას მხარს უჭერს

აშშ-ს მოქალაქეების უმეტესობა მხარს უჭერს პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრას – Fox News-ის ინფორმაციით, ასეთი 63%-ია. ნეგატიურად განწყობილია 30%. გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები თეთრი სახლის ლიდერისთვის უფრო მეტად მომგებიანი იქნება, ვიდრე ჩრდილო კორეეილი ლიდერისთვის, ამასთანავე, 26% დარწმუნებულია პირიქით. მხოლოდ 19% თვლის რომ მოლაპარაკება მნიშვნელოვანი იქნება ორივე მხარისთვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3 ათასმა ამერიკელმა.

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ მაისის ბოლოს ორი ქვეყნის ლიდერი ეერთმანეთს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის ელჩის ლექცია იბსუში
შემდეგი სტატიაევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა რუსი დიპლომატები გააძევოს