ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნევს, რომ უკრაინა ომის გამო მშპ-ს 1/3-ს დაკარგავს. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 2022 წელს დაახლოებით 62 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო სამომავლო ხარჯები 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი პოლიციის გენერალი მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ რუსებს ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი დღეს პოლონეთს ეწვევა