ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს Covid-19-ის ვაქცინებსა და ტესტირებისთვის საჭირო ნაკრებებზე დღგ-ის დროებით გაუქმების, ან შემცირების საშუალებას აძლევს

ევროკავშირის საბჭომ დამატებითი ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის (დღგ) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალება აძლევს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვირუსის ტესტირებისთვის საჭირო ნაკრებები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან დროებით გაათავისუფლონ ან დღგ შეამცირონ, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა განთავსებული.

„დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ეხება მხოლოდ კოვიდ-19-ის ვაქცინებს, რომლებიც ავტორიზებულია კომისიის ან წევრი ქვეყნების მიერ და კოვიდ-19-ის ტესტირებისთვის განკუთვნილ ნაკრებებს, რომლებიც ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ზომა 2022 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება ძალაში.

banner
წინა სტატიაში“არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც ჯერჯერობით პოზიციები დაახლოებულიც კი არ არის”
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა