EU უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას.

“ევროკავშირი უკანონოდ მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა.

ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით
შემდეგი სტატიაბერბოკი-ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს