რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე – ასე შეაფასა პუტინის “არჩევნები”, სადაც პუტინმა გაიმარჯვა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკმა დაგმო ის ფაქტიც, რომ “საარჩევნო უბნები” ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა:
“საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად.” აღნიშნა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ
შეგახსენებთ, 15-17 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,3% მიიღო.