ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერის გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა

ეთიოპიის დედაქალაქში აფეთქების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, 83-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო, მათგან ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია – “დოიჩე ველე” წერს.
ინციდენტი ადის-აბებას ერთ-ერთ მოედანზე მოხდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკუთარ მომხრეებს ხვდებოდა. აქციაზე ათობით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. მიმდინარე მომენტისთვის აფეთქების მიზეზები დადგენილი არ არის. პოლიცია შემთხვევას იძიებს.
აბი აჰმედი მიმდინარე წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს ეთიოპიის მთავრობას.

banner
წინა სტატიაშიმარადონა არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დაშვებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკანადის პრემიერი არადეკლარირებული სათვალის გამო დააჯარიმეს