კანადის პრემიერი არადეკლარირებული სათვალის გამო დააჯარიმეს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო 100 დოლარით დააჯარიმეს არადეკლარირებული სათვალის გამო – 23 ივნისს CBC-მა გაავრცელა.

2017 წელს ტრიუდომ და მისმა მეუღლემ კანადის პროვინციის პრინც ედუარდის კუნძულის პრემიერისგან ორი მზის სათვალე მიიღეს საჩუქრად, მათი ღირებულება 300-დან 500 დოლარამდე იყო. კანადის კანონმდებლობით ქვეყნის პრემიერი ვალდებულია 200 დოლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის დეკლარირება მოახდინოს. ტრიუდოს თქმით, სათვალის დეკლარაციაში ჩაწერა “ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად არ მომხდარა” – პრემიერის პრეს-მდივანმა განაცხადა. პრემიერმა ჯარიმა უკვე გადაიხადა.

banner
წინა სტატიაშიეთიოპიის დედაქალაქში პრემიერის გამოსვლის დროს აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაBMW და Airbus-ი ბრექსიტის გამო ბრიტანეთიდან წასვლით იმუქრებიან