ესტონეთში ევროკავშირთან ასოცირებული სამი ქვეყნის – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა შეხვედრა გაიმართა

სექტემბერს,  ტალინში  საქართველოსმოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინისსაგარეო საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემანდრე გალბურმა და პაოლოკლიმკინმა შეხვედრა გამართეს სამმხრივ ფორმატშიშეხვედრის მიზანს წარმოადგენდა .ბრიუსელში 24 ნოემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საერთომოლოდინებზე მსჯელობა და ამ კონტექსტში ერთიანი ხედვის შემუშავება.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულიგზები, რაც საშუალებას მისცემს სამ ასოცირებულ ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდესევროკავშირს, საერთო ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულთუ საგანმანათლებლო სივრცეში შემდგომი ინტეგრაციის გზით.

ხაზი გაესვა DCFTA-ის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციას, ასევე  ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას,ევროკავშირის სპეციალიზირებული სააგენტოებისა და პროგრამების პოტენციალის სრულადათვისებას.

შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაუსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორების მიმართ ევროკავშირისინდივიდუალური მიდგომის შემუშავების აუცილებლობას მათი ევროპული ამბიციების ხარისხისგათვალისწინებით და დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.

შეხვედრისას ასოცირებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მჭიდროთანამშრომლობასა და კოორდინაციას აღნიშნულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში „სასკი ბასკონიას ‘“ საკალათბურთო კემპი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა