ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა „რამშტაინის ფორმატში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ესპანეთი უკრაინას საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის უკრაინისადმი მხარდაჭერა ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში ურყევი იქამდე დარჩება, ვიდრე საჭირო იქნება.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი დონალდ ტრამპსა და ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს უკრაინაში ეპატიჟება
შემდეგი სტატიაბაიდენი მხარს უჭერს სტოლტენბერგის წინადადებას ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით – მედია