ზელენსკი დონალდ ტრამპსა და ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს უკრაინაში ეპატიჟება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს უკრაინაში ეპატიჟება. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზელენსკი ამბობს, მიზეზია მათი პოზიცია, რომლითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კიევისთვის ამერიკის სამხედრო მხარდაჭერას.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მარცხი მოგვიანებით მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს გულისხმობს.

„მზად არიან, ომის დასაწყებად რომ გაგზავნონ თავიანთი შვილები? მზად არიან, მოკვდნენ? რუსეთი უკრაინის ოკუპაციას თუ მოახდენს, ისინი გადავლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ნატო-ს ნებისმიერ ქვეყანაში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს არჩევანის გაკეთება ნატო-ს დაშლას ან ბრძოლას შორის“, – აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საზღვაო ძალებმა რუსული მოიერიშე ვერტმფრენი, „ალიგატორი“ ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს