ბაიდენი მხარს უჭერს სტოლტენბერგის წინადადებას ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით – მედია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, ნატო-ში უკრაინის გამარტივებულ შესვლასთან დაკავშირებით ომის დასრულების შემდეგ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში ბაიდენისა და სტოლტენბერგის შეხვედრის დროს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ მიაღწია პროგრესს ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით და არ დასჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“, MAP-ის ეტაპობრივი პროცესის დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს.

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას, მედიის ცნობით, ბაიდენი ეძებს კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელიც მოერგება როგორც უკრაინას, ასევე ალიანსის ყველა წევრს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს
შემდეგი სტატიასანქციების თავიდან არიდებაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ – კრამონი საქართველოს ვაჭრობაზე