“ოცნებამ მიიღო ის სახე, რასაც ველოდით:
-ესაა გუშუნდელი დღე, რომელსაც მომავლის ხედვა არა აქვს,
-ესაა შევარდნაძის საკადრო პოლიტიკის რეანიმაცია: პარტიულ -სამეურნეო აქტივი, სპორტსმენები, მსახიობები და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენცია, ფულიანები( წითელი დირექტორების პოლიტიკური მემკვიდრეები), ნაცნობ-მეგობრები და სიის შესამკობად შერეული, სტატისტებად გამწესებული დიპლომიანი ახალგაზრდობა.
რომელ სახეთა თავებში უნდა იშვას საქართველის მომავლის გეგმა?
რომელთა ორგანიზაციული უნარი გესახებათ რაიმე გეგმის ხორცშესხმის გარანტად?
ესაა განახლებული ქართული ოცნება გაუარესებული სახეებით!
ესაა ასაკში შესული შევარდნაძის ახალგაზრდა კადრები წარსულის ცუდი გამოცდილებით.
ეს არაა ის, რომელსაც შეგიძლია, რომ ენდო!
რატომ გააკეთებენ ესენი რაიმე მნიშვნელოვანს ხვალ, როცა არ გაუკეთებით გუშინ, როცა არ აკეთებენ დღეს?!
ესაა ოცნება ქართულად?
რომან გოცირიძე