იმ დროს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, „თაიმერისთვის“ ექსკლუზიურად ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელიც მოქმედ კი არა, ყოფილ მმართველ პარტიას ეხება. მოკლედ, ჩვენს მიერ მოპოვებული კულუარული ცნობის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად, ამ დღეებში, ნიკანორ (ნიკა) მელიას დაასახელებს, ანუ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, რომლის დამარცხებაც პირველ ტურში დავით ნარმანიამ ვერ შეძლო, ზუგდიდში „ოცნებელ“ მერაბ ქვარაიას დაუპირისპირდება. თბილისის მერის არჩევნების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ „ოცნებამ“ 8 ოქტომბრის არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგოს და მელია-ქვარაიამ ბრძოლა მეორე ტურშიც გააგრძელონ.
რაც შეეხებ, ზუგდიდის რაიონს, როგორც „თამერი“ უკვე წერდა, აქ „ნაციონალები“ მაჟორიტარად საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის დასახელებას გეგმავენ, რომლის მთავარი კონკურენტიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იქნება. სანდრა რულოვს სამეგრელოში 18 აგვისტოს ელოდებიან.
ყველა ამ კულუარული ინფორმაციის გათვალიწინებით, წლევანდელი არჩევნები სამეგრელოში, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში ძალიან საინტერესოდ წარმართება და კორცხელი ინციდენტიდან გამომდინარე, შეიძლება, ისიც ითქვას, რომ ახალი ცემა-ტყეპის მომსწრენი გავხდეთ.