ეს წერილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რუსეთის მსგავსი პოლიტიკური სივრცე შექმნას

ეს წერილი ადასტურებს, რა მეთოდებით მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული წერილის შინაარსის შეფასებისას განაცხადა. სამადაშვილის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მამუკა ხაზარაძემ მსგავსი წერილი არჩევნების წინ ნამდვილად მიიღო, რადგან ნათელია, რომ ივანიშვილი მედიაზე სრული კონტროლის მოპოვებასა და რუსეთის მსგავსი პოლიტიკური სივრცის შექმნას ცდილობს.

„მე პირადად არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ სწორედ მსგავსი გზავნილები მიიღო მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინ. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის ქვეყანაში მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარება და ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მცდელობას. როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილი შეაფასა, რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდებით მუშაობს ძალიან სწორი შეფასება იყო, რადგან რუსეთის მსგავსი, ანალოგიური პოლიტიკური სივრცის შექმნას ისახავს მიზნად და ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მეთოდებით მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების ასე ერთ დღეში შეწყვეტა გაუგებარია
შემდეგი სტატიაჩინჩალაძის მხარდასაჭერად ზარდიაშვილი გეყოლება, კობახიძე, ღარიბაშვილი თუ რემბო, ფაქტობრივი მნიშვნელობა არ აქვს