“ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი, რომ მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს”- დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის და ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანისა და პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მორიგ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობამ ჯერ კიდევ გუშინ მოითხოვა ოფიციალურად პარლამენტში შს მინისტრის და მთავარი პროკურორის მისვლა.

“ჩვენ საზოგადოების სახელით უნდა დავსვათ კითხვები და მივიღოთ მასზე პასუხები ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი რომ რა თქმა უნდა, მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს. საუკეთესო პასუხი არის 28 ოქტომბრის არჩევნები, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ არჩევნებზე გასცეს პასუხი ამ და ძალიან ბევრ სხვა თემას, აუცილებელია ადამიანების ინფორმირება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ამ თვალსაზრისით მინისტრების და მთავარი პროკურორის მოსვლა პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს, ხვალ, ღია კარის დღეზე ელის
შემდეგი სტატიაპროკურორი – მირზა სუბელიანმა დღეის მდგომარეობით გამოკითხვაზე უარი განაცხადა