პროკურორი – მირზა სუბელიანმა დღეის მდგომარეობით გამოკითხვაზე უარი განაცხადა

მირზა სუბელიანმა დღეის მდგომარეობით გამოკითხვაზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო იძულების, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

„საქმის გამოძიების ფარგლებში, დღეს გამომძიებლებთან ერთად პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით, რათა გამოგვეკითხა ჩანაწერების ერთ-ერთი სავარაუდო ფიგურანტი პირი – მირზა სუბელიანი. თუმცა, მან უარი განაცხადა დღეის მდგომარეობით გამოკითხვის ჩატარებაზე. მზად ვიყავით, მისთვის დაგვესვა ყველა შეკითხვა ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, მან სუბელიანის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, გუბელაძის თქმით, გატარდება, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დღეს სუბელიანის ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმაგანაცხადა, რომ სუბელიანის გამოკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გადაიდო. ამასთან, მისი თქმით, ბრალდებულს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. სუბელიანის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში“ეს თემა არის იმდენად საგანგაშო და ყოვლისმომცველი, რომ მხოლოდ პარლამენტში მინისტრების მოყვანა ამ საკითხს ვერ ამოწურავს”- დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიავიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანთან იმ შინაარსის საუბარი ჰქონდა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა