“ეს სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ, ეს არის პათოლოგიური შიშის ნიშანი, ვიბრძოლებთ იმისათვის რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ”- გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის მისჯაზე

გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით ბრძოლას აგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

„ადამიანი რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, შესაბამისად თქვენ ყველა თქვენ, ვისაც სამართალი და კონსტიტუცია გინდათ ქვეყანაში ხართ ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე. დაამთავრებთ აი აქ. კარგად დაიმახსოვრეთ ეს დღე.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ვიბრძოლებთ იმისათვის რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ. სააპელაციოში მივალთ, რომელიც ტარაკენებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. შემდეგ ვიბრძოლებთ პოლიტიკური-სამართლებრივი გზით. ეს სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ ეს არის პათოლოგიური შიშის, პარანოიის ნიშანი. ამდენი პოლიციელი გინახავთ სადმე? გახარიას და ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას პათოლოგიური შიში აქვთ საქართველოს მოქალაქეების“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამართლოსთან მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს
შემდეგი სტატია“საჭირო იყო პასუხის გაცემა და გაეცა” – კობახიძე