“საჭირო იყო პასუხის გაცემა და გაეცა” – კობახიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2018 12:48

“საჭირო იყო პასუხის გაცემა და გაეცა” – კობახიძე

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 20, 2018 12:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics