(ვიდეო) “ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ემზარ კვიციანი კანონში ცვლილბებს ითხოვს

“ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა გააკეთა. დეპუტატმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობა გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა დასჯადია.

კვიციანი ამბობს, რომ კანონი უსამართლოა და საკითხთან დაკავშირებით “რამეა მოსაფიქრებელი”. დეპუტატის თქმით, კანონი ქართველი ახალგაზრდების გენოციდს ემსახურება.

“ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში”, – ამბობს კვიციანი.

https://www.youtube.com/watch?v=YyP1uG1UXeY&feature=youtu.be&fbclid=IwAR2wA8WKny20XShxZlQlfZ8B4UOTDLZkmtDIu5cmQ5Iv0XKdFQAok2sIRG4

banner
წინა სტატიაშიგუშინ გამართულ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც სამწუხაროა
შემდეგი სტატიათუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას