თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას

თუ სიტყვას „ლიბერალურს” ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღაძე, დეპუტატების – ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას. მაღრაძის თქმით, მსოფლიო აღიარებს ლიბერალურ დემოკრატიას და “ჩვენ ნუ ვცდილობთ ახალი ველოსიპედის შექმნას”. მისივე თქმით, მხოლოდ სიტყვა დემოკრატიის დატოვება არასწორია.

“თუ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის გზით არ ვივლით, მაშინ ავცდებით ილია ჭავჭავაძის გზას, რომელიც ქართული სახელმწიფოს არსებობის გარანტიაა”, – აცხადებს მაღრაძე.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მისი კოლეგები თუ ტერმინ ლიბერალურ დემოკრატიას კანონიდან ამოიღებენ, შეეწინააღმდეგებიან ქვეყნის ისტორიულ არჩევანს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის სურვილის შესახებ.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) “ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ემზარ კვიციანი კანონში ცვლილბებს ითხოვს
შემდეგი სტატიასპეკულაციურია განცხადება, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი ისტორიულად სიმფონიური ორკესტრის სახლია და ჩვენ მათ სახლში არ ვაბრუნებთ