“ეს პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა”-სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულმა ლექტორი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი დაკითხვა დასრულდა. ომარ მახარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ყოფილი ლექტორი და დეპუტატი ამბობს, რომ ის ბინძური პროვოკაციის მსხვერპლია.

“ეს პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს რა თქმა უნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ იკვეთება დანაშაულებრივი. დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც მიზანმიმართულად სურდათ მოეხდინათ ჩემი ოჯახის, ახლობლების მეგობრების დისკრედიტაცია. სურდათ ჩამოვეშორებინე საუნივერსიტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას. მე ამას ვგრძნობდი. საგამოძიებო ორგანოები დააზუსტებენ,” – ამბობს ომარ მახარაძე.

კონკრეტულად ვის უნდოდა მისი დისკრედიტაცია არ ასახელებს. ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, ჩვენება მისცა და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

​”მე პროფესორი კაცი ვარ, არ დავარღვევ არც ერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას” ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით. მერე როცა ყველაფერი გაირკვევა დაგირეკავთ და გაგაგებინებთ დეტალებს” – უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ლექტორმა, რომელსაც მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაში,,ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ანაკლიის კონსორციუმს არ უნდა გაუჭირდეს ვალდებულებების შესრულება, სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა”
შემდეგი სტატია,,კორუმპირებული წარსულის მქონე ეკონომიკის მინისტრის მიმართ 7 ივნისს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება შტურმი”