ეს პროგრამა არის გადაწერილი წინა პროგრამა, უბრალოდ სათაური გაუკეთეს ლამაზი – კაპანაძე სამთავრობო პროგრამაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა ახალს არაფერს ამბობს და ის უბრალოდ გადაწერილი წინა პროგრამაა, რომელსაც სათაური შეუცვალეს მხოლოდ.
კაპანაძის თქმით, სამთავრობო პროგრამაში არ არის ასახული ქვეყნის არცერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ინდიკატორი, თუ როგორ ხდება მართვა ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მართავს.
„ზოგადად, ქართული ოცნება არასოდეს, როდესაც სამთავრობო პროგრამას წარმოადგენს, ამ პროგრამით არაფერს ახალს არ ამბობს. არც ადრე წარმოდგენილი და მითუმეტეს არც ახლა წარმოდგენილი პროგრამა არ ასახავს იმას, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს პროგრამა არის უბრალოდ გადაწერილი წინა პროგრამა, უბრალოდ სათაური გაუკეთეს ლამაზი.
რეალურად, არცერთი მთავარი გამოწვევა მასში ასახული არ არის, რათქმაუნდა, მასში ასევე არ არის ასახული არც წინასაარჩევნო დაპირებები, არც შეუსრულებელი და არც მთავარი პრობლემები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ ხდება მართვა ქვეყნებში, სადაც ერთი ადამიანი მართავს და რომელიც ანგარიშვალდებულია თავისი თავის მიმართ და პარლამენტი, რომელიც ანგარიშვალდებულია მის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ
შემდეგი სტატია“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ შეფასებაზე განცხადებას ავრცელებს