ეს პოლიტიკური ლუკმა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან დიდია გადასაყლაპად და დაუჯდება ძალიან დიდი ფასი – ზაალ უდუმაშვილი

ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და მძიმე იყო დღევანდელი გადაწყვეტილება – ასე აფასებს “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ზაალ უდუმაშვილი.

ენმ-ს წევრის განცხადებით ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს ეს გარემოება და ხელში ჩაიგდოს “რუსთავი 2,” თუმცა ზაალ უდუმაშვილის თქმით, არხს აქვს საშუალება გასაჩივრების და ხელისუფლება უნდა დაელოდოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„რუსთავი 2″-ს აქვს საშუალება, რომ გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება ვიდრე დიდი პალატა არ გამოიტანს გადაწყვეტილებას მანამდე არ უნდა მოხდეს “რუსთავი 2”-ში არანაირი ჩარევა. ნებისმიერი სახის ჩარევა “რუსთავი 2”-ში ახლა აღიქმება როგორც პირდაპირი ჩარევა მის სარედაქციო პოლიტიკაში. ახლა ხელისუფლება შეეცდება რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ეს თემა, რომ რამენაირად ხელში ჩაიგდოს.

“მე იმედს ვიტოვებ რომ გასაჩივრების შემთხვევაში “რუსთავი 2” აუცილებლად მიაღწევს სამართალს იმიტომ, რომ არ ვიცი რა დავარქვა ამას, რაღაც ვარსკვლავზეა გაჩენილი. ყოველთვის ასეთი სამართლიანი ბრძოლები მთავრდებოდა საბოლოო ჯამში “რუსთავი 2”-ის გამარჯვებით. ეს პოლიტიკური ლუკმა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან დიდია გადასაყლაპად და თუ შეეცდება ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვიმა.

მისივე თქმით, დღეს ყველამ ერთად უნდა დაიცვას რუსთავი ორი და ეს ყველას ვალია, რადგან ეს არის სამართლებრივი და პოლიტიკური ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად.

“დღეს ასე დგას საკითხი რუსეთი VS საქართველო,”-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო
შემდეგი სტატიაპაატა სალია – ნიკა გვარამიას განცხადება, რომ არ შეიძლება დირექტორის გათავისუფლება, სამართლებრივი ნონსენსია