საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო

საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება უკვე მიიღო.

პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებპორტალის თანახმად, განცხადება 13:57 საათზე დარეგისტრირდა.

ამ დროისთვის კომპანიის მეწილეები არიან – შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამიაა

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება დახარბებულია მიიტაცოს დამოუკიდებელი მასმედია – დავით ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაეს პოლიტიკური ლუკმა ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან დიდია გადასაყლაპად და დაუჯდება ძალიან დიდი ფასი – ზაალ უდუმაშვილი