“ეს ნიშნობაა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი” – გია ხუხაშვილი უვიზო მიმოსვლაზე

ეს ნიშნობაა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი- ამ განცხადებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერას ეხმაურება. ექსპერტი სამომავლო სირთულეებზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭება მხოლოდ დასაწყისია და პროცესების არასწორად განვითარების შემთხვევაში, მისი დაკარგვა მიღებაზე ბევრად უფრო მარტივი იქნება.

„თუ განმარტება არ გაკეთდა სათანადო ხელისუფლების მხრიდან, როგორც მივიღეთ ისე ჩამოგვართმევენ. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ნიშნობა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ქორწილამდე ცოტა პირი უნდა დავიბანოთ. ეს არის უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ყველა პარამეტრებით დავაკმაყოფილოთ ის ცივილიზებული თამაშის წესები, რაც უკავშირდება ვიზალიბერალიზაციას თუ ევროპაში ინტეგრაციას,“ – განაცხადა გია ხუხაშვილიმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი და ივანიშვილი ერთად ებრძვიან საქართველოში თავისუფალ მედიას” – ბიბილაშვილი
შემდეგი სტატია“გაზპრომთან” ხელმოწერილი ხელშეკრულება – “საია” გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართავს