“რუსეთი და ივანიშვილი ერთად ებრძვიან საქართველოში თავისუფალ მედიას” – ბიბილაშვილი

“რუსთავი2”-ის მოსამართლეების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას “ნაციონალურ მოძრაობაში” თავისუფალი მედიისა და სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ. მიმდინარე მოვლენებში პარტიის ლიდერები ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ. ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მორიგი შეტევა დაიწყო. ბიბილაშვილი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გამოძიება მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე 14 იანვარს დაიწყო და ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი.

„ხელისუფლებამ იცოდა უკვე 14 იანვრიდან, ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი. ძალიან უცნაურია, თუმცა მეორეს მხრივ, საერთოდ არ არის უცნაური, რომ ამის პრევენცია ხელისუფლებამ გააკეთა კონტროლირებადი მედიასაშუალებების ხელით. ფაქტი არის ძალიან მარტივი, რუსეთი და ივანიშვილი ერთად ებრძვიან საქართველოში თავისუფალ მედიას და ანგრევენ სასამართლო სისტემას,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფარული მიყურადება 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილია – IDFI
შემდეგი სტატია“ეს ნიშნობაა, ქორწილამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი” – გია ხუხაშვილი უვიზო მიმოსვლაზე