“ეს მხოლოდ დასაწყისია”-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო სამ პირს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, სამ პირს სანქციები დაუწესა.

სანქცირებული პირები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოარინევი და ამავე უწყების თანამდებობის პირები – იგორ რაკიტინი და ვადიმ კალინინი. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ზედამხედველობდნენ იმ კოლონიას, რომელშიც პატიმრობას ალექსეი ნავალნი იხდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოიარინევმა პირადად გასცა ციხეში ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანება. ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ კი ის პუტინმა დააწინაურა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა

“ეს მხოლოდ დასაწყისია” – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლი დაწესებულ შეზღუდვებს და ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რუსეთს ახალი სანქციები დაუანონსა.

banner
წინა სტატიაშიდიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!-პუტინის ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან რუსული ილ-22მ ჩამოაგდეს