ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში: წერეთელი მუქარის წერილის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით.

წერეთლის თქმით, ფაქტი, რომ იმდროინდელმა შს მინსტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გადასცა ერთ-ერთ წამყვან ბიზნესმენს, ბადრი ჯაფარიძეს, საჭიროებს კომპეტენტურ გამოძიებას და მისი დადასტურება კიდევ ერთხელ დაამტკიცებს და მიუთითებს იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

„თუკი ეს ფაქტი დასტურდება, რომ იმდროიდელმა შს მინისტრმა კაბინეტში ერთ-ერთ წამყვან ბიზნესმენს და ბიზნესის წარმომადგენელს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტებთან დაკავშირებით ამგვარი შინაარსის წერილი გადასცა და ეს დადასტურდება გარკვეული მოკვლევის და გამოძიების შედეგად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ამ ქვეყანაში და რისი კულტივაციაც მოახდინა სწორედ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას. იმისათვის, რომ ეს დადასტურდეს, ალბათ საჭიროა კომპეტენტურად იყოს გამოძიებული ეს საკითხი და საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ გვესმის სხვადასხვა მხრიდან გარკვეული განცხადებები, ეს არ არის საკმარისი, საკმარისია ვიცოდეთ სიმართლე ამ ფაქტთან დაკავშირებით“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა შიდა ქართლში- დაშავდა ოთხი ადამიანი
შემდეგი სტატიაწერეთელი: ხელისუფლებამ მიიღო ის ვარიანტი ამნისტიის, რომელიც მას უნდოდა