წერეთელი: ხელისუფლებამ მიიღო ის ვარიანტი ამნისტიის, რომელიც მას უნდოდა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, პარლამენტის მიერ ოპოზიციის ამნისტის პროექტის ჩაგდებას ეხმაურება.

წერეთელის თქმით, ევროპული საქართველო თეორიულადაც არ მიიჩნევდა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებდა ამნისტიასთან დაკავშირებულ შენიშვნებს და ოპოზიციის პროექტს ანგარიშს გაუწევდა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ უთხრა საზოგადოებას, რომ ის არ აპირებს ოპოზიციის პოზიციების გათვალისწინებას მომავალში და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მას სურს.

„თუ ვინმესთის თეორიული შანსი და იმედი არსებობდა, რომ შესაძლებელი იყო ხელისუფლებას და მმართველ პარტიას გაეთვალისწინებია ამნისტიასთან დაკავშირებით ის შენიშვნები და ოპოზიციის პროექტისათვის გაეწია ანგარიში, ჩვენთვის ეს იმედი ნამდვილად არ არსებობდა და ეს დადასტურდა კიდევაც.

ძალიან სამწუხაროდ, აცდენით შარლს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებისაგან სრულიად, ხელისუფლებამ მიიღო ის ვარიანტი ამნისტიის, რომელიც მას უნდოდა და ამით კიდევ ერთხელ უთხრა ოპოზიციას და საზოგადოებას, რომ ის აპირებს, როგორც აქვს დაგეგმილი, არავითარი ანგარიში არ გაუწიოს სხვას, მიიღოს ყველა გადაწყვეტილება და მე მგონია, რომ ეს დიდი კითხის ნიშანია შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის ქვეყანაში: წერეთელი მუქარის წერილის შესახებ ხაზარაძის განცხადებაზე 
შემდეგი სტატია„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია, რათა რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებები“