”ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია”- ზვიად კვაჭანტირაძე არჩილ გეგეშიძეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

არჩილ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება, მოსასმენად მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს.

კვაჭანტირაძის თქმით, არჩილ გეგეშიძის ელჩის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია. კითხვაზე, განიხილება თუ არა აშშ-ში საქართველოს ელჩად გეგეშიძის შემცვლელად დეპუტატ ჯაფარიძის კანდიდატურა, კვაჭანტირაძე ამბობს, რომ აღნიშნულზე მას პასუხი არ აქვს.

„ჯერ უნდა განიხილონ, რამდენად საგანგაშოა ბატონი გეგეშიძის კომენტარი. შეიძლება არც არაფერი მომხდარა. მხოლოდ ამის მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. რაც მე ვნახე მის განცხადებაში, მოსასმენად ეს მთლად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.

გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა “არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება“ უწოდა. ”არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა“, – მიიჩნევს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ჭირდება პროცედურული გაფორმება, რაც სწარაფი ტემპით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი 8-9 ივლისს, ვარშავაში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას