საქართველოს პრეზიდენტი 8-9 ივლისს, ვარშავაში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე – ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ქვეყნის პირველი პირი NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება.

სამიტის ფარგლებში პირველად იმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სამუშაო ვახშამს, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება.

ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.

banner
წინა სტატიაში”ეს იყო სუფთა ჟურნალისტური პროვოკაცია”- ზვიად კვაჭანტირაძე არჩილ გეგეშიძეზე
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის