ეს იყო სიყვარულით ნათქვამი – ლუკა კურტანიძე პატრიარქის განცხადების შესახებ საუბრობს

“ეს იყო სიყვარულით ნათქვამი,” – ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა და დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ, თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა.

კურტანიძე ამბობს, რომ “თავისუფალ საზოგადოებაში ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება”.

დეპუტატი ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანმა ბრალდებების დამადასტურებელი ინფორმაცია პროკურატურას უნდა წარუდგინოს.

“დღეს ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და საზოგადოებამ ამ ძალიან მძიმე ბრალდებებზე პასუხები უნდა მიიღოს. ბატონ ალეკოს წლებია ვიცნობ, რადგან ამბობს და აჟღერებს ბრალდებებს, ამ ფაქტების მტკიცებულება ალბათ აქვს. ვფიქრობ, პროკურატურას მიაწვდის ინფორმაციას და საზოგადოებაც მიიღებს პასუხებს,” – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩხარტიშვილ-ბედუკაძის ტანდემი-ელისო კილაძის სკანდალური აუდიო ჩანაწერები
შემდეგი სტატიავიზების ლიბერალიზაციის საკითხზე 17 პარტიის მიმართვას ,,ქართული ოცნება” ხელს არ აწერს