ეს იყო “ქართული ოცნებასთან” შეთანხმებული “სფიჩი”, რომ რუსეთი, კერძოდ პუტინი არ გაეღეზიანებინათ – გოგუაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ეს იყო “ქართული ოცნებასთან” შეთანხმებული “სფიჩი”, რომ რუსეთი, კერძოდ პუტინი არ გაეღეზიანებინათ – ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას. მისი თქმით, ეს არ იყო გამოსვლა, რომელიც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტს შეეფერებოდა.

“საქართველოს პრეზიდენტის ეს გამოსვლა, ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე და ტრიბუნაზე, არ იყო გამოსვლა, რომელიც ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტს შეეფერებოდა. მან ვერ გამოიყენა ეს ტრიბუნა საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემებზე სალაპარაკოდ. მან არ ილაპარაკა იმაზე რომ დღემდე გრძელდება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების ნაჭერ-ნაჭერ მიტაცება. ეს იყო ქართული ოცნების ხელისუფლებასთან შეთანხმებული “სფიჩი” სადაც არ უნდა ყოფილიყო არაფერი ზედმეტი თქმული და არც რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინა, კერძოდ ვლადიმირ პუტინი”- თქვა გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაერო-ს წინაშე
შემდეგი სტატიადამოუკიდებელი დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატების პარალელური მოსმენის მოწყობას აპირებენ