ეს იყო მართული ქაოსი, რომლის უკანაც სავარაუდოდ, სპეცსამსახურები დგანან – პაატა დავითაია

ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადება გაავრცელა დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრებმა. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერის გადადგომაზე საუბრობენ.
,,ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მომხდარს მართულ ქაოსს უწოდებს და კითხვები აქვს, თუ ვინ დგას ამ მოვლენების უკან.

,,ეს იყო მართული ქაოსი, როდესაც რაზმებად იყო დაყოფილი ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ შეტევას და შემდგომ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას უკანდახევასთან დაკავშირებით. მე მაქვს კითხვა – ვინ დგას ამის უკან და ვინ აკეთებდა ამის ორგანიზებას? ჩემი აზრით ასეთი ქმედებები შეიძლება გააკეთონ მხოლოდ სპეცსამსახურებმა. მაგრამ ვინ, რომელ სპეცსამსახუებზეა საუბარი? ეს იყო მართული პროვოკაცია შიგნიდან თუ მართული პროვოკაცია გარედან? ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა ოპოზიცია გამოდიოდა ქუჩაში, ერთი მინაც არ ჩამსხვრეულა და ერთი მანქანაც არ დაზიანებულა. ჩვენ ვნახეთ რადიკალურად სხვა სურათი. პირველი, ვიზეც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ სპეცსამსახურების კუთხით, ეს არის ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი.

ხელისუფლების უნიათობა მტკიცდება კიდევ იმაში, რომ მათ უნდა ჰქონოდათ გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია და მათ უნდა აღეკვეთათ საზოგადოებაში ასეთი წინასწარი განწყობები, ამის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ამისთვის სჭირდებათ სპეცსამსახურები და არა იმისათვის, რომ სდიო რუსთავი 2-ის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს“ – აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უნდა დამთავრდეს ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი: „გულწრფელი ადამიანები გარკვეული მიზნებისა და დესტაბილიზაციისთვის იყვნენ გამოყენებულნი!