
ოქუაშვილის თქმით, ის, რაც საზოგადოებამ 11 მარტს, გვიან ღამით იხილა, უმძიმესი იყო და აუცილებელია, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ და დეტალურად გამოიკვლიონ, რა გახდა მომხდარის მიზეზი და ამასთან, პროცესი მართული იყო თუ არა.
„ვიმედოვნებ, რომ ყველაფერ იმას, რაც ბათუმში მოხდა, შესაბამისი სტრუქტურები უმოკლეს ვადაში შეისწავლიან და დამნაშავეებსაც ოპერატიულად გამოავლენენ. საერთოდ, შეცდომა ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის პირები დადგინდნენ, ვინც ეცადნენ, რომ ხალხი გულწრფელი პროტესტი, სამართლიანი იყო თუ არასამართლიანი, გამოეყენებინათ. დავინახე, რომ გულწრფელი ადამიანები გარკვეული მიზნებისა და დესტაბილიზაციისთვის იყვნენ გამოყენებულნი,“ – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ზაზა ოქუაშვილი 11 მარტის მოვლენების დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ბათუმი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დაუბრუნდება.


















