“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
მსგავსი განცხადება არ გამიკეთებია – ეს არის ტყული, სრული ბოდვა”, – განაცხადა თარხან მოურავმა.
ამ თემაზე ასევე ისაუბრა ირმა ინაშვილმა.
“ეს არის კონტექსტიდან მოწყვეტილი ფრაზა და აზრი. დავით თარხან-მოურავი სულ სხვა თემაზე საუბრობდა და არა იმაზე, რაზეც თურმე განცხადებას აკეთებს არა აზერბაიჯანული მხარე, არამედ, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მარნეული საერთოდ არ უხსენებია დავით თარხან-მოურავს. ჩემს წინ დგას ბატონი დავითი, რომელიც მეუბნება, რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია”, – განაცხადა ინაშვილმა.