“მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი, გააზრებული და თანმიმდევრულია”

მსოფლიო ბანკის კვლევა და ბიზნესის კეთების რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული და თანმიმდევრული, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს 7 საფეხურით დაწინაურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორ ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რეიტინგებში საქართველოს დაწინაურება ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა.

„მსოფლიო ბანკის კვლევა და ბიზნესის კეთების რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არის ჯანსაღი, სწორი, გააზრებული, თანმიმდევრული. ის პროგრესი, რომელიც უდავოა ადასტურებს იმას, რომ განვითარების აბსოლუტურად სწორი გზაა, ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა ვხდებით, რაც ძალიან ბევრი პროცესის დასაწყისი იქნება. „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგი არ არის მხოლოდ „დუინგ ბიზნესის რეიტინგი“, მას მოჰყვება ძალიან ბევრი სხვა რეიტინგი, მათში საკმაოდ სერიოზული პროგრესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ტყული, სრული ბოდვა” – დავით თარხან მოურავი მედიაში გავრველებულ მის განცხადებას უარყოფს
შემდეგი სტატიასოფელ გრაკალში ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო