ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება – გვარამია ზურაბიშვილის დაფინანსებაზე

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს ეხმაურება. ნიკა გვარამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხი არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი და ის არის დეკლარირებული მოღალატის დახმარება.

“ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაჰყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს, რომ მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხია, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ, და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე, პირადად, ვაპირებ ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოვესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს,”-წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაში„დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს“ – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატია„არ შეიძლება, აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე და ამავე დროს, ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე“ – პრეზიდენტი