„დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან ყიფიანის ირგვლივ მიმდინარე საქმზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას როგორც თანამებრძოლს ყველამ ზურგი შექცია, დრეს კი პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც ის ვერ იხსენებს:

“თქვენ თანამებრძოლს, იმ ადამიანს, ვინც თქვენიანი იყო, ასე რომ გაწირავთ, არც თქვენ დაგიბრუნდებათ კარგად. ეს მეტყველებს იმაზე, რა სტანდარტებით მოქმედებთ. დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. არც ერთი არ მახსოვს ისინი, მაგრან ლევანი იდგა ჩვენთან ერთად, ლევანი იბრძოდა ჩვენთან ერთად. ლევანი იყო ჩემი კოლეგა მინისტრი, როდესაც ვიყავით მინისტრთა კაბინეტის წევრები. ლევან ყიფიანთან ერთად ვიდექი, ვისთან ერთადაც ვაპროტესტებდით იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან ხელისუფლებაში, მაშინ კი ადეიშვილის და კეზერაშვილის კაბინეტებში ისხდნენ. არ შეიძლება ასე ზურგის შექცევა ადამიანის მიმართ. ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება და იმედი, რომ თანამებრძოლები არ მიატოვებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაკალათბურთო კლუბ „დინამო“-ს შეუნარჩუნდება პროფილი და მის შემდგომ განვითარებას ზაზა ფაჩულია ჩაუდგება სათავეში
შემდეგი სტატიაეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება – გვარამია ზურაბიშვილის დაფინანსებაზე