“ეს არის პირდაპირი პოლიტიკური კორუფცია”- ვაშაძე მინისტრების სესხებზე საუბრობს

გიორგი კვირიკაშვილს ნახევარ მილიონზე მეტი აქვს კრედიტის სახით აღებული ქართუ ბანკისგან-ეს განცხადება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წევრთა იპოთეკურ სესხებზე ისაუბრა, რომელიც დეპუტატის განცხადებით, მათ ქართუ ბანკისგან აქვთ აღებული. დეპუტატმა განმარტა, რომ ქართუ ბანკი იპოთეკურ სესხებს არ გასცემს და განაცხადა, რომ გამონაკლისის დაშვება არის „პირდაპირი პოლიტიკური კორუფცია.“

„გიორგი კვირიკაშვილს ნახევარ მილიონზე მეტი აქვს კრედიტის სახით აღებული ქართუ ბანკისგან, დიმიტრი ქუმსიშვილი- 140 ათას ლარზე მეტი აქვს აღებული ქართუ ბანკისგან ასევე სესხის სახით, სოზარ სუბარი 320 ათასი ლარი აქვს არებული სესხის სახით ასევე ქართუ ბანკისგან და ა.შ. ეს სია ძალიან გრძელია და მათ შორის ჩემი კოლეგა დეპუტატებიც არიან ამ სიაში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ქართუ ბანკი არ გასცემს იპოთეკურ სესხებს ზოგადად და გამონაკლისის სახით ის იპოთეკურ სესხებს გასცემს მთავრობის წევრებთან მიმართებაში. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური კორუფცია,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს NDI-ის კვლევებთან დაკავშირებითაც. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 70% თვლის, რომ სიღარიბეში ცხოვრობს, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

banner
წინა სტატიაში18 აპრილამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წამზომის გამორთვა გახდება საჭირო