18 აპრილამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდის მიუხედავად, ტემპერატურის დაკლება მოსალოდნელი არ არის, თუმცა დროგამოშვებით, გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

თბილისში მომდევნო კვირამდე საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 23, მთაში – 20, ხოლო მაღალ მთაში – 14 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი საშუალოდ, 22 გრადუსამდე გათბება, მთაში – 19, ხოლო მაღალ მთაში – 15.

banner
წინა სტატიაშითბილისში ნაგავგადამამუშავებელ ქარხნას კომპანია ,,კა დე ვე ჯორჯია“ ააშენებს
შემდეგი სტატია“ეს არის პირდაპირი პოლიტიკური კორუფცია”- ვაშაძე მინისტრების სესხებზე საუბრობს