“ეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, ჩვენი თავისუფლებისა და უკეთესი მომავალის დაცვის აქციაა” – დავით ბაქრაძე

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2- ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ამ წუთებში პოლიტიკური პარტიები და საზოგადეობისთვის ცნობილი სახეები აქციას მართავენ.

აქციას შეუერთდა პარტია „ევროპული საქართველო.“ ლიდერები აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად გამოჩნდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმე არ ეხება, მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელევიზიას, არამედ „ქვეყნის დემოკრატიას ექმნება საფრთხე.“

„როგორც ჩანს, ახლოვდება გადამწყვეტი მომენტი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი აქცია არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის დასაცავად. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს რუსთავი 2, ვიღაცას აღიზიანებდეს ნიკა გვარამია, არ ეცინებოდეს ვანო ჯავახიშვილის ხუმრობებზე, მაგრამ ყვეალს უნდა გვესმოდეს, რომ თუ რუსთავი 2 აღარ იქნება ეთერში, ქვეყანა მთავარ სატელევიზიო მედიასაშუალებას დაკარგავს, რომელსაც აქვს მთავრობისგან განსხვავებული აზრი, საუბრობს პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე.

ასეთი მედიასაშუალების დაკარგვა ნიშნავს, რომ საქართველოში არამხოლოდ სიტყვის თავისუფლება დადგება დიდი და ფუნდამენტური კითხვის ნიშნისქვეშ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არავინ იქნება ისეთი, ვინც ისაუბრებს ხალხის პრობლემებსა და გაჭირვებაზე.

აი, მას ვიცავთ დღეს ჩვენ. ვიცავთ თავისუფალ აზრს. ვიცავთ იმის უფლებას, რომ მოვისმინოთ განსხვავებულკი აზრი. რომ ამ ქვეყანაში იყოს მთავრობისგან გასნხვავებული აზრი და საქართველო იყოს ნორმალური, ევროპული სახელმწიფო.

ეს დაცვის ხაზი დღეს რუსთავი 2-ზე გადის, ამიტომ ვიცავთ ამ ტელევიზიას.

კიდევ ერთელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლდო ერთი კონკრეტული მედიასაშუალების დასაცავად მიმართული აქცია.

ეს არის თითოეული ჩვენგანის თავისუფლების, ჩვენი უკეთესი მომავლის დაცვის აქცია“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითვაზე, აქვთ თუ არა მათ სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლო დღეს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთხვებს, დავით ბაქრაძემ განაცხდა, რომ მსგავსი გეგმა არსებობს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

banner
წინა სტატიაში“სახალხო დამცველისგან უფრო მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, რისი მოწმეა ომბუდსმენი”- ბესელია
შემდეგი სტატია“ივანიშვილი ამ ყველაფერს გადაყვება თუმცა იქამდე სახელმწიფოს უდიდეს ზიანს მიაყენებს”- ბოკერია