“ივანიშვილი ამ ყველაფერს გადაყვება თუმცა იქამდე სახელმწიფოს უდიდეს ზიანს მიაყენებს”- ბოკერია

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თავისუფლების დასაცავად ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რადაგან დემოკრატიული პროინციპი მნიშვნელოვანია.
„ბუნებრივია ჩვენ ამ აქცია ვუერთდებით, რადგან ეს არ არის საკითხი ცალკე აღებული პოლიტიკური შეხედულებების. ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელევიზიის საკითხი და ემსახურება იმას, რომ შეძლებს თუ არა ივანიშვილი მის დახურვას, რომელიც ისედაც კონსტიტუციის მიღმა აკონტროლებს ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს. მან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყნას შეძლებს თუ არა გააკონტოლოს ნაციონალური მედია სივრცე თუ მან ეს შეძლო ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. ამ ყველაფერს ივანიშვილი გადაყვება თუმცა იქამდე სახელმწიფოს უდიდეს ზიანს მიაყენებს და სწორედ ამიტომ ვდგევართ ჩვენ აქ“ -აღნიშნა ბოკერიამ.

ოპეზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ის სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ წინასწარი პროგნოზებისგან თავს შეიკავებს თუმცა იქვე აღნიშნა რომ წინაპირობები „ყველამ კარგად დაინახა“.

„ჩვენი ვალია პროტესტი გამოვთვათ ამ პროცესში და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი მოქალაქე წინ აღუდგეს ივანიშვილს, რომ ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2“- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, ჩვენი თავისუფლებისა და უკეთესი მომავალის დაცვის აქციაა” – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი 7 წელიწადში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის მომხრეა