“სახალხო დამცველისგან უფრო მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, რისი მოწმეა ომბუდსმენი”- ბესელია

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის მოწმეა.

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველმა განმარტებები უნდა გააკეთოს.

“სახალხო დამცველისგან უფრო მეტი განმარტება უნდა გაკეთდეს, რისი მოწმე არის ომბუდსმენი, იმიტომ, რომ ფაქტი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობდა, ეს ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა, ხოლო რაც შეეხება სახალხო დამცველის მოწმის სახით დასახელებას ვანო მერაბიშვილის მხრიდან, ამაზე ჩვენ გვჭირდება, ალბათ, უფრო მეტი განმარტება, რისი მოწმეა უჩა ნანუაშვილი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, სადაც დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე საქართველოს სახალხო დამცველია.

banner
წინა სტატიაში“მოსამართლეებს რუსთავი 2-ის გამართლებით შეუძლიათ გადაარჩინონ სასამართლო სისტემაც” – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატია“ეს არა მხოლოდ რუსთავი 2-ის, ჩვენი თავისუფლებისა და უკეთესი მომავალის დაცვის აქციაა” – დავით ბაქრაძე