ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა- ომუბუდსმენი არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს

“ფეისბუქ” სტატუსის შემდეგ, ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რა დროსაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, სახალხო დამცველი ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა. როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის ოთხი წლის განმავლობაში ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ამ რეკომენდაციას არავინ ითვალისწინებს -ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა, აცხადებს ომბუდსმენი.

მისი შეფასებით, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა შემაშფოთებელია. უჩა ნანუაშვილის თქმით, გასულ წელს დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი.

„რაც ეხება გამოძიების პროცესს, არ მახსენდება შემთხვევა, რომ გამოძიების პროცესი ეფექტურად წარმართულიყო. ამ შემთხვევების გამო, არავინ დასჯილა და გამოძიება არ ყოფილა ეფექტური. იმედი მაქვს, ახლა მაინც ჩატარდება გამოძიება ობიექტურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი და თანამოზიარე იმ უბედურების, რაც ამ ოჯახებს შეემთხვათ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა
შემდეგი სტატიაევაკუაცია მეტროსადგურ „წერეთლიდან“