გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ბობ კორკერს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს შეხვდა.

სენატორმა ბობ კორკერმა, კომიტეტის სახელით, დაასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის დახმარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება რეგიონალურ გამოწვევებს და ინარჩუნებს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს.

შეხვედრაზე ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატორ ბობ კორკერს, როგორც საქართველოს მეგობარს და გულშემატკივარს, სხვადასხვა დროს მის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი – გიორგი გახარია მეშახტეების დაღუპვაზე
შემდეგი სტატიაეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა- ომუბუდსმენი არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს