ჩიორა თაქთაქიშვილი: ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის „ტროიკა“

„რუსთავი 2“- ის სასამართლო პროცესი 7 ივნისს განახლდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ გამოაცხადა. პროცესის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე სასამართლო პროცესს „ბიძინა ივანიშვილის ტროიკა“ უწოდა:

„ამ შენობას, იმ დარბაზს საერთოდ ტყუილად ჰქვია სასამართლო, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის „ტროიკა“, რომელიც ასამართლებს საქართველოში თავისუფალ სიტყვას, მაგრამ საქართველოში არცერთ ხელისუფლებას, არცერთ პიროვნებას არ შერჩენია თავისუფალი მედიის ხელყოფა, და კიდევ ერთხელ, სჯობს დაფიქრდეს ბიძინა ივანიშვილი სანამ ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალიან მძიმე ბედის გაზიარება მოუწევს“, – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა სამი უსინდისო ქალის მხრიდან
შემდეგი სტატია“აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილის მსურველის პოზიციას”