(video) მურთაზ ზოდელავა:ეს არ არის ფარცხალაძის გავლენა, ეს არის ივანიშვილის გავლენა

“ეს არ არის ფარცხალაძის გავლენა, ეს არის ივანიშვილის გავლენა, რომელიც დელეგირდა მასთან, რომ მან მართოს სამართალდამცავი სისტემა,” – ეს განცხადება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ზოდელავა ფარცხალაძე-თორდიას შორის არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, “ოთარ ფარცხალაძე არის რეჟიმის მცველი და ის დავალებებს პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს”.

„ეს არის კლასიკური ოლიგარქიული მართვის სტილი, რომელიც არ არის ქართული ფენომენი. ასეთი პარალელური ვერტიკალის არსებობა სამართალდამცავი სისტემის მიღმა ვერტიკალია, რომელიც მართავს ამ სისტემას,“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავამ ოთარ ფარცხალაძის სახლში შს სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტზეც ისაუბრა.

ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, “მსგავსი ტიპის შეხვედრებს სამართალდამცავ უწყებაში ჰქვია გაფართოებული თათბირი, რომელიც ამ შემთხვევაში არაფორმალურმა პირმა გამართა”.

მისი თქმით, ფარცხალაძესთან სახლში სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ესენი იყვნენ სხვადასხვა ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად ფინანსური პოლიციის, MVD-ს და ა.შ. ასეთი თათბირი შეუძლია, მოიწვიოს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირმა. ოთარ ფარცხალაძეს ხელი მიუწვდება ყველაფერზე, რაზეც უნდა რომ ხელი მიუწვდებოდეს იმიტომ, რომ ის არის აღჭურვილი გენერალური მინდობილობით, აღასრულოს ივანიშვილის ნება,“ – განაცხადა ზოდელავამ.

https://youtu.be/1Nhg4Ux6rrw

banner
წინა სტატიაშიტრამპის მესიჯი რუსეთს: თურქეთთან ჩვენს კავშირებს ვერავინ დაამარცხებს
შემდეგი სტატია(video) თამარ კორძაია: ჩვენ უკვე აღარ ვიცით, რომელია არაფორმალური თუ ფორმალური შემსრულებელი